| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ტრენინგი - „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ჩატარდა. ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს 0,5 კრედიტქულა მიენიჭება.
სატრენიგნო პროგრამაზე დარეგისტრირებულია 1000 პედაგოგი. მასწავლებლის სახლის ცნობით, პროგრამა გათვალისწინებულია ყველა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისათვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოზარდთა ონლაინცხოვრების თავისებურებები, კიბერბულინგი,ციფრული რესურსების უსაფრთოება და სხვა.
პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებელები ონლაინუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებასთან ერთად, შეძლებენ ციფრული მოქალაქეობის ძირითადი მახასიათებლების დანერგვას სასწავლო პროცესში, კიბერბულინგის ამოცნობასა და პრევენციას
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის სურვილი დარეგისტრირებულ პედაგოგებზე გაცილებით მეტ მსურველ აქვს და ისინი მასწავლებლის სახლისგან ტრენინგზე მომდევნო რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს პასუხობს და აცხადებს, რომ ტრენინგზე „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ რეგისტრაცია მომავალ წელს გამოცხადდება.
„მოგახსენებთ რომ რეგისტრაცია პროგრამაზე „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ გამოცხადდება მომავალი წლიდან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ცენტრის ნებისმიერი სატრენინგო კურსი ხორციელდება რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო კურსები კი მრავლად ცხადდება ყველა საგანში, მათ შორის მრავლადაა კურსები საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების თემაზე. გთხოვთ, თვალი მიადევნოთ როგორც ჩვენს ფეისბუქ-გვერდს, ისე ოფიციალურ ვებ-გვერდს“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება