| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაზაფხულის მზიანი დილაა, გაკვეთილები ჯერ არ დაწყებულა. Iგ კლასის (ხელმძღვანელი - მედეა მერაბიშვილი) მოსწავლეების განწყობა საზეიმოა. სკოლაში ''დედაენისადმი'' მიძღვნილი ღონისძიება იწყება.
14 აპრილი ხომ დედაენის დღეა, მოსწავლეებმა ერთხელ კიდევ უნდა შეახსენონ ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება უნდა.
''დაილოცოს დედაენის შემოქმედი'' - ასეთი სათაური აქვს დღევანდელ ღონისძიებას. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ''დედაენაზე'' სიტყვები, ლექსები, შეასრულეს სიმღერები. პატარებმა ასევე გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება, აქეს და ადიდეს ქართული ენა. დადეს ფიცი, რომ თუ საჭირო გახდა, ''დედაენას'' კბილებით დაიცავენ. მზიანი დილა ერთიანად ალამაზებდა ზეიმს. მზე მოზეიმეებს თავის სხივებში ახვევდა და გაღიმებული ჩურჩულებდა: ''დედაო ენავ, დედაო ენავ''...
ყმაწვილებს ეს ლამაზი დღესასწაული სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ, სასწავლო ნაწილის გამგემ ზოია ბალიაშვილმა და რიტა კირკიტაძემ მიულოცეს. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც ბავშვებს წარტმატებები უსურვეს.
ავტორი: ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ