სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
06-06-2019
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს თემის N2 (ულურიის) საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიების ავტორი იყო პედაგოგი ეკატერინე ჭანტურიძე.

„კიდევ ერთი ლამაზი და ფერადი დღე აჩუქა სკოლამ პატარებს. 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის სახალისო აქტივობები დაიგეგმა. მოეწყო ასფალტზე ხატვის აქცია წინასწარ მომზადებული ესკიზების მიხედვით. ბავშვებმა ჯერ ცარცით დახატეს მზეები, ხეები, ყვავილები, მანქანები, მხიარული ბავშვები, შემდეგ საღებავებით გააფერადეს. ამ აქტივობაში მონაწილეობდნენ სპეციალურად მოწვეული სკოლამდელი ასაკის ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები. მოეწყო ფოტოსესიები, გადაიღეს ამ დღის სიმბოლური დროშის ფოტო. თოჯინების თეატრმა წარმოდგენა შესთავაზა პატარებს, ამჯერად კულისებში მასწავლებლები და მშობლები იდგნენ ბავშვები კი მაყურებლები იყვნენ, ბევრი ღიმილით და ფერებით დატვირთული დღის შემდეგ ბავშვებს ეზოში სიურპრიზი ელოდათ. მათ თავზე უამრავი ფერადი ბუშტი გადმოეყარათ, პატარები სიცილ-კისკისით იჭერდნენ ბუშტებს ზოგი ტკაცუნით გახეთქეს ზოგი მოაგროვეს და სახლში წაიღეს. ერთი პატარა სოფლის პატარა სკოლაში მოწყობილი დიდი და ფერადი დღესასწაული დიდხანს ემახსოვრება ყველას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება