| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

18 -19 მაისს ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ჯარისკაცის რუსლან მელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.
მინი ფეხბურთში 2006-2008 წელს დაბადებული ვაჟი მოსწავლეები რაიონის 14 სკოლის ნაკრები გუნდიდან მონაწილეობდნენ.
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ირემაძეების საჯარო სკოლის ნაკრებმა გუნდმა ფინალში პენელტების სერიაში დაამარცხა დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდი 4-3 და პირველი ადგილი დაიკავა. გუნდის მწვრთნელი რამაზ ირემაძე გახლდათ.
1-2 ივნისს ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლის სპორტულ სტადიონზე ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მერაბ ჭელიძისა და ნადიმ ართმელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინიფეხბურთში 2004-2006 წელს დაბადებულ ვაჟ მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა რაიონის 18 სკოლის ნაკრები გუნდი.
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის ნაკრები გუნდი ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდითან 5-4 და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი. გუნდის მწვრთნელი რამაზ ირემაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ