| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მასწავლებელი გახლდათ ნანა ლომია.
გაკვეთილის თემა იყო პროპორცია. მასწავლებელმა კლასს გააცნო განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, შეახსენა ქცევის წესები, გაიხსენეს წინარე ცოდნა ორი სიდიდის შეფარდების შესახებ.
გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ბეჭდური რესურსები, ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული, გამოყენებულ იქნა სასწავლო სტრატეგია „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“, განხორციელდა როგორც ინდივიდუალური აქტივობა, ისე მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში. კლასი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნა დაჯგუფებული-დოლურადან ფურცლების ამოღებით, ხოლო ნამუშევრები წარმოდგენილ იქნა კლასის წინაშე.
დრო თითოეულ აქტივობაზე რაციონალურად იყო განაწილებული. გარეგანი მოტივაციის გამოწვევის მიზნით მასწავლებელმა მოსწავლეებს სტიკერები აჩუქა საკლასო დავალების სწორად და დროულად შესრულებისათვის. მასწავლებლის მიერ „ხარაჩოს“ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები მივიდნენ პროპორციის ძირითადი კანონის გაცნობიერებამდე.
ცოდნის განმტკიცების მიზნით მრავალი მაგალითი გაკეთდა. მოსწავლეებს გადაეცათ საშინაო დავალება... გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლეს ქულაზე შეფასდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ