სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N146 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი იზეიმეს
21-05-2019
-
+


დღეს, თბილისის N146 საჯარო სკოლაში  ბოლო ზარი ჩატარდა. ღონისძიება დატვირთული იყო სახალისო ნომრებით მუსიკით და ორიგინალური სკეტჩებით.

სკოლას ორი დამამთავრებელი 12-ე რუსულ-ქართული სექტორი ჰყავს. სკოლას ერთი ვერცხლის და სამი ოქროს მედალოსანი დაემშვიდობა.

მოსწავლეებს უჭირდათ სკოლის კედლების დატოვება, რადგან სკოლა მათთვის ბევრ კარგ დღესთან ასოცირდება.

ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათთან ერთად ემზადებოდნენ ამ დღისთვის.

ელენე (მოსწავლე): "ჩემთვის ბოლო ზარი პირველ რიგში  ახალ ეტაპზე გადასვლასთან ასოცირდება, ვხვდები რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მომიწევს უფრო რთული და გრძელი ცხოვრების გავლა, პროფესია არჩეული მაქვს კომპიუტერული აიტი და იმედი მაქვს რომ წარმატებით ჩავაბარებ, განწყობა რა თქმა უნდა კარგია, ბედნიერი ვარ,  ვამთავრებ სკოლას, მაგრამ  ამავდროულად ცოტა სევდაც თან  ახლავს. ვააანალიზებ, რომ იმ გარემოს ვემშვიდობები  რომელიც ამდენი წელი თან მდევდა".

სოფიო (მოსწავლე): "პირველ რიგში ემოციურად ძალიან დატვირთული დღეა , რადგან როგორი ბედნიერიც ვარ ამავდროულად  მძიმეა ეს დღე ჩემთვის. ეს თორმეტი წელი ჩემთვის იყო ემოციებით, სიხარულით სავსე, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და მთავარია, შევიძინე ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემი დამრიგებელი რომელიც ყველასთვის როგორც მეგობარი ასევე მშობელი იყო, ახლა კი ძალიან დამაკლდება მისი მზრუნველობა".

ლუკა (მოსწავლე): "ძალია მიხარია სკოლას რომ ვამთავრებ, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ის არმიხარია ჩემს კლასელებს ხშირად რომ ვეღარ ვნახავ, მახარებს ის რომ ვიწყებ ახალი ცხოვრების ეტაპის გავლას".

ირმა ტყებუჩავა (დირექტორი): "სკოლას  ერთი ვერცხლის და  სამი ოქროს მედალოსანი ემშვიდობება. ყველა დამამთავრებელ ახალგაზრდას მინდა მივულოცო ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყება, ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებას ცხოვრებაში და მთავარს, იმ მიღებული ცოდნის შესაბამისად გამოყენებას".

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება