სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოს პედაგოგებს, გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, უფასო ტრენინგებს შესთავაზებენ
20-05-2019
-
+


პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი გადამზადების პროგრამა გაიარონ, როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომაზე ხელმეორედ გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ,  რომ გადამზადების პროგრამაში პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის შეთავაზებული ტრენინგები იგულისხმება. აღსანიშნავია, რომ იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც პირველ ჯერზე წარმატებით ვერ ჩააბარებენ გამოცდას, საშემოდგომო გამოცდებამდე სახელმწიფო 80-90 საათიან ტრენინგებს შესთავაზებს.

„მას შემდეგ, რაც გამოცხადდება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ შესაბამის ტრენინგებზე, ხოლო თუ მასწავლებელს დასჭირდება განმეორებით გამოცდაზე გასვლა, მას სახელმწიფო შესთავაზებს გრძელვადიან 80-90 საათიან ტრენინგებს. აღნიშნულ მოსამზადებელი ტრენინგებში მასწავლებლები კრედიტქულებს ვერ მიიღებენ“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

ამასთან, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის განკუთვნილი ტრენინგები არ იქნება ერთი ცენტრის მიერ ჩატარებული.

„ეს არ იქნება უნიფიცირებული, ერთი ცენტრის ტრენინგები. ვმუშაობთ პაკეტზე, როგორიც არის პროფესიული განვითარების აკრედიტაციის კურსები, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს მიეცემათ საშუალება გაიარონ ხარისხის კონტროლი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ცენტრში და შესთავაზონ მასწავლებლებს ტრენინგები“, - განაცხადა აბულაძემ.

ასევე იხილეთ: პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე სტატუსს ვერ აიმაღლებენ, დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება