სიახლეები
ეტალონი

„ალბათ, არავინ ელოდა დღევანდელი ჩემპიონატის ასეთ დასასრულს“- ისანი პროექტის ფინალში ორი მოსწავლით წარსდგება
17-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „ისნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მონაწილეებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, ისანი-სამგორის რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაია შალიკაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ.

ისანი-სამგორის რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა მაია შალიკაშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მივესალმები ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელიც მისაღები და საყვარელია ნებისმიერი მოსწავლისთვის. დღევანდელი დღე, ალბათ ძალიან ემოციური იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ ხშირად ვახორციელებთ სხვადასხვა სახის აქტივობებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ყოველთვის ვცდილობთ ხაზი გავუსვათ იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და სურვილის არსებობის შემთხვევაში, ნებისიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. დღევანდელმა ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს. მინდა ჩვენს ორივე ფინალისტს მივულოცო წარმატება და ვურჩიო მათ, არასოდეს დაყარონ ფარ- ხმალი, ისწავლონ და იბრძოლონ ყოველთვის გამარჯვებისთვის“.

"ისნის ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N77 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ გიორგი ბატიანმა მოიპოვა:

„მესამედ მივიღე წელს „ეტალონში“ მონაწილეობა. მესამე ცდაზე, ვფიქრობ, ძალიან გამიმართა და პროექტის ფინალში ვარ. სიტყვების პოვნა რთულია ამ ემოციების გამოსახატავად. პირველად მოვიგე ცხოვრებაში რაღაც. მინდა ჩემს სკოლას და მასწავლებლებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ამ წარმატებისთვის. ასე ძალიან დიდი მადლობა პროექტის ავტორს და შემოქმედებით გუნდს. ფინალისთვის გაძლიერებულად მოვემზადები და ვეცდები იქაც მოვიპოვო წარმატება. ძალიან დიდ სიხარულთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა გერქვას „ეტალონი მოსწავლე“.

თბილისის N77 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა შორენა რამიშვილმა გიორგის წარმატება გაიზიარა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ძალიან გახარებული ვარ გიორგის წარმატებით. მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ თქვენ ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის და დიდი მადლობა გიორგის იმისათვის, რომ სკოლა და პედაგოგები ასახელა. დღევანდელი გამარჯვება ვფიქრობ, მხოლოდ გიორგის არ ეკუთვნის ეს ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

თბილისის N77 საჯარო სკოლის ფსიქოლოგმა, მარიამ ამირეზაშვილმა, რომელიც ამავდროულად „ეტალონის“ პედაგოგია, აღნიშნა, რომ სკოლაში პროექტის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია:

„ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში. ბავშვებს ძალიან უყვართ და ელოდებიან „ეტალონს“. ეს არის პროექტი, რომელიც ზრდის მოტივაციას და ცოდნას. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენ და ასევე წარმატებები ვუსურვო გიორგის ფინალში, სადაც, მე დარწმუნებული ვარ, ის ძალიან წარმატებული და ღირსეული იქნება“.

„ეტალონმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ჩემპიონატის ისტორიაში პირველად პროექტს უსინათლო მონაწილე ჰყავდა. თბილისის N202 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა სიხაშვილი "ეტალონის" ავტორისა და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით მშობლიურ სკოლასა და რაიონს პროექტის ფინალშიც წარადგენს:

„სიტყვები ამ მყოფნის ჩემი ემოციების გამოსახატავად. ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო დღევანდელი დღე. ჩემი სკოლა პირველად ჩაერთო წელს ამ პროექტში. მოლოდინი, სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი არ მქონდა. ჩემი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ ჩემი სკოლა წარმომეჩინა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონის“ ფინალისტობა. რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დამეხმარება“.

თბილისის N202 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა თეა სამნიაშვილმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ „ეტალონის“ ავტორისა და წამყვანის გადაწყვეტილება ანა სიხაშვილთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის:

„ანას მეორე კლასიდან ვასწავლი. ძალიან მონდომებული, აქტიური და წარმატებული მოსწავლეა. არასოდეს ნებდება და შესწევს ძალა იბრძოლოს ყოველთვის ბოლომდე. ვფიქრობ, ზუსტად ასეთი ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო დღევანდელი ჩემპიონატის ასეთი ფინალი. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს ეს რამხელა სტიმული, რამხელა მოტივაციაა თითოეული ჩვენი მოსწავლისთვის. მაშინ როდესაც არც ისე მარტივად ხდება ჩვენი ბავშვების ინტეგრირება გარემოსთან, ბევრი პრობლემის გადალახვა გვიწევს ყოველდღიურად ინფრასტრუქტურისა თუ სხვა კუთხით, თქვენ მაინც ასე გვერდში გვიდგახართ და გვიბიძგებთ გვჯეროდეს საკუთარი თავის და მომავალი წარმატების. ჩვენთვის „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც გვეძახის- „ნუ გეშინია, მომავალი წინ გაქვს და ეს მომავალი იქნება უკეთესი“. 

ანა სიხაშვილის დედამ, სოფიო მასურაშვილმა, ღონისძიების მოულოდნელი ფინალისთვის, პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი სტიმული იქნება ანას სკოლისთვის:

„დღევანდელი ღონისძიების ასეთი დასასრული ძალიან დიდი სტიმული არის ანას სკოლისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას, იმისათვის, რომ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა ჩემთვის შვილს“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ისნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება