სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოშვილის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
15-05-2019
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნინოშვილის საჯარო სკოლაში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის, ლია სურმანიძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ დედა ენის დღის დაარსების ისტორიას, კედლის გაზეთები შექმნეს და სკოლის ფოიეში გამოფინეს.

„ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ -  ვილჰელმ ჰუმბოლდტი.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა.

,, დედა ენა“ ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია. „დედა ენა“ ერთ-ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისთვის. „ დედა ენის“ არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე - ერის სიცოცხლეს. ყველა ადამიანის ვალია იცავდეს საკუთარ დამწერლობას, ენას რომელზეც მეტყველებს, აზროვნებს, ურთიერთობს და ენა, რომელიც მისთვის მშობლიურია, ანუ გაიგივებულია მშობლურ სიყვარულთან. დედა ენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურასა და ტრადიციებს. ამ ტრადიციას ჩვენი სკოლა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს“,-აღნიშნეს სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება