სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება 
14-05-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის განმარტებით, დღეს საპენსიო ასაკი პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება და ამ პედაგოგებს სახელმწიფო არჩევანს სთავაზობს, აიმაღლონ სტატუსი და გააგრძელონ პროფესიაში მუშაობა ან გამოთქვან პროფესიიდან გასვლის სურვილი და მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი.  ამის შესახებ მანანა რატიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

„იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც საპენსიო ასაკის არიან და პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ, 10 ათასს ცოტათი აღემატება. ამ პედაგოგებს აქვთ ორი არჩევანი: პირველი - ეს არის ერთჯერადი ჯილდოს სახით აიღონ ანაზღაურება და სისტემიდან გავიდნენ დამსახურებულად და აღსანიშნავია, რომ ეს არის პრივილეგია, რადგან ჯილდოსთან ერთად მათ შეეძლებათ, მიიღონ განსხვავებული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ექნებათ.

მეორე - არის ის, რომ ისინიც გავიდნენ გამოცდაზე, შეიცვალონ სტატუსი და აიღონ გაზრდილი ანაზღაურება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პედაგოგი ერთჯერადად ვერ ჩააბარებს გამოცდას, საშუალება ექნება მეორედაც გავიდეს გამოცდაზე და თუ კვლავ ვერ შეძლებს კომპეტენციის დადასტურებას, შემდგომ უკვე სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გადაწყვეტილების მიღება. სკოლებს სწავლების პროცესი რომ არ ჩაეშალოს, საშუალება მიეცემა საჭიროებიდან გამომდინარე ასეთ მასწავლებლებს განსხვავებული დროებითი კონტრაქტი შესთავაზონ“, - აცხადებს რატიანი.

Etaloni.ge-ს კითხვაზე რა ხანგრძლივობის კონტრაქტზეა საუბარი, მანანა რატიანი აღნიშნავს, რომ ცენტრალიზებულად ამის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა მისი თქმით, კონტრაქტი მიმდინარე სასწავლო წელზე  მეტი ხნით ვერ დაიდება.

„იმისათვის, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს, სკოლაში კომპეტენცია დადასტურებული მასწავლებელი უნდა მუშაობდეს. მათ ამის საშუალება ზაფხულში და შემოდგომაზე მიეცემათ. შემოდგომამდე კი მათი გადამზადების პროცესი იქნება. რაც შეეხება კონტრაქტის ვადას, მიმდინარე სასწავლო წელზე ზევით ვეღარ დაიდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მოსწავლეებს არ შეექმნათ რაიმე ტიპის შეფერხება და მიიღონ სრულფასოვანი განათლება“, – განმარტავს მანანა რატიანი.

ასევე იხილეთ: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ

საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოსთვის და მასწავლებელთა ხელფასის გაზრდისთვის 250 მილიონი ლარი იქნება საჭირო - მარიამ ჯაში

2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება