სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

ლელა კოტორაშვილი - მასწავლებელი მაღალმთიანი რაჭის სოფლიდან
19-09-2016
-
+


ახალი სასწავლო წელი მაღალმთიანი რაჭის სოფლებში ჩვეულებისამებრ დაიწყო. სკოლა ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირით გამოირჩევა. წელს სკოლას ორი პირველკლასელი ჰყავს, შარშან კი ერთი ჰყავდა. მთელი ზაფხული სკოლის მასწავლებლები იმას ნატრობდნენ, იქნებ რომელიმე ისეთი ოჯახი დაბრუნდეს სოფელში, რომელსაც მეხუთეკლასელი ბავშვი ეყოლებაო. თუმცა, ოცნება ოცნებად დარჩა. მეხუთე კლასი სკოლაში არ არის, შესაბამისად, მასწავლებლებს ნაკლები საათები და ანაზღაურება აქვთ. მიგრაციის შეუქცევადი პროცესი  საქართველოს ყველა მაღალმთიანი რეგიონის დაუძლეველი პრობლემაა.

უწერის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი მესამე წელია, რაც განათლების სამინისტროს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა და თავის საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. გარდა იმისა, რომ სკოლაში ასწავლის, აქვს საკუთარი ბლოგი და წერს თავისი თავგადასავლების შესახებ.

„სკოლის პერიოდში ბევრს ვწერდი. მერე შევწყვიტე და ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესღაც ისევ მომინდებოდა წერა. ორი წლის წინ, ამ დროს, ინტერნეტ-ჟურნალისთვის ჩემი პროგრამის ხელმძღვანელს სტატია გადავუგზავნე, რომელშიც ჩემი რაჭული თავგადასავლის პირველ შთაბეჭდილებებზე ვწერდი. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვებრძოდი წინადადებებს და არასდროს დამავიწყდება ის სიხარული, სტატიის ლინკი რომ მოწკაპუნდა. ახლაც იმავე მუსიკას ვუსმენ, რომელიც ორი წლის წინ აღმოვაჩინე და რომლის ფონზეც ფაფას ვუმზადებდი ჩემს შვილებს, თავზე კაპიუშონწამოფარებული, სახურავიდან ჩამოსულ წვიმას რომ ვემალებოდი. ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გადამხდა თავს, ახლა მგონია, რომ ის განწყობა დაუვიწყარია, პირველადწაკითხვის ბედნიერებას ჰგავს, თუმცა ვხვდები, რომ გავიზარდე, საკუთარი ბლოგი შევქმენი და წერა დავიწყე, დაფარული შესაძლებლობები აღმოვაჩინე, უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და ჩემს მოსწავლეებთან ერთად საინტერესოდ ვცხოვრობ.“- აღნიშნავს ლელა.

რას გვეტყვით, როგორია თქვენი სკოლა?  

სკოლა გვაქვს ისეთი ლამაზი, კეთილმოწყობილი და ფერადი, ქალაქი რომ ინატრებს. სკოლის ჭიშკარაზე დახატული ნახატიდან გოგონა შემოგღიმილებთ, წიგნებიდან თავი ამოუყვია და უხარია, ეზოში ფერადი ხის სკამები დაგხვდებათ, მანქანის საბურავებში სხვადასხვა ყვავილი ხარობს, აქვეა სტადიონი მწვანე საფარით, ირგვლივ ნაძვნარი და ფოთლოვანი ხეები ერთმანეთს ენაცვლებიან.

როგორები არიან თქვენი მოსწავლეები, მოგვიყევით მათ შესახებ?  

მთა რომ ადამიანის სულს აწრთობს, ახალი ამბავი არ არის. ამ სისუფთავეში გაზრდილი ბავშვებიც სხვანაირები არიან.

მერვეკლასელმა მარიამმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მკითხველია ჩვენ შორის, მომიბოდიშა, ხან საფრანგეთიდან ჩამოსულ დეიდაშვილთან ერთად ვერთობოდი, ხან კარტოფილის ამოღებაში ვეხმარებოდი დედას, ხან თივას ვხეტდი, ხან სურათებს ვიღებდი და მხოლოდ სამი წიგნი წავიკითხეო. ეგ არაფერი. მარიამმა უკვე კარგად იცის, რომ კითხვა უცნაური, თავისუფლებისმოყვარე და ინდივიდუალური პროცესია, რომელიც ყველაზე მეტად ძალადობას ვერ იტანს.

აგვისტოში ორმა ქართველმა გოგომ, ანამ და ლანამ, ჩემი მოსწავლეებისთვის გერმანიიდან ამანათი გამომიგზავნეს. საჩუქრებითა და  ერთად ყოფნის სიხარულით გავილამაზეთ სასწავლო წლის პირველი დღე, მე კი ხმამაღლა თუ გულში, სიმშვიდისთვის ვლოცულობდი, მშვიდადჩავლილი დღეები ყველაზე დიდი ბედნიერებაა სკოლისთვის.

რა აქტივობებს ატარებთ სკოლაში?

პირველივე დღეს VIII, IX, X კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის საკონკურსო პროექტისთვის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჩვენი არჩევანი“ - სკოლის სცენაზე სპეტაკლი დადგეს, ვიდეო გადაიღეს და სათანადო ჯგუფში ატვირთეს. 

ქართულის გაკვეთილზე ჩვენი ზაფხული  შევაჯამეთ და ზაფხულის დღეებიდან გავიხსენეთ ერთი წიგნი, ერთი პერსონაჟი, ერთი ადამიანი, ერთი დღე ხუთი სიტყვით. მერე კი სათითაოდ ვისაუბრეთ.

ალბათ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება წაკითხული წიგნებიდან ამორჩეული სათაურების ჩამონათვალი: „გულივერის მოგზაურობა“, „წერილი ბოთლში“, „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, „ტავერნა ათი სექტემბერი“, „ნიკოლას ნიკლბი“, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“; პერსონაჟებიდან კი - პიერ გრეგუარი, კვაზიმოდო, ჰანაჰი, ლილე იროელი, ჰაგრიდი და პია - ამოირჩიეს.  

ლელა საქართველოს ყველა სკოლას, უწერის სკოლის სახელით სიმშვიდეს, სიხარულს, სიკეთეს და ბევრ ნათელ დღეს უსურვებს!

 

 იხილეთ ფოტოსურათები 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება