სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ახალი პროექტები განხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სფეროში
03-04-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა:



ზოგადი განათლება

იმისათვის, რომ სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, ამაღლდეს განათლების ხარისხი, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება, ინერგება თავისუფალი გაკვეთილები, ახალი სასწავლო პროგრამები, სწავლა/სწავლების პროცესში ფართოდ ინერგება ტექნოლოგიები.

იმისათვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და განვითარდეს ჰარმონიულად სკოლებში მეტი სპორტისა და ხელოვნების გაკვეთილები ინერგება, იქმნება სპორტული წრეები, ტარდება შეჯიბრებები. მალე სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები. გაგრძელდება სკოლების მშენებლობა და რემონტი.

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლება დასაქმების ან კვალიფიკაციის ამაღლების წინაპირობაა და დღეს სწორედ, პროფესიულ კოლეჯებში შეძენილი პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლების მხრიდან. შესაბამისად, პროფესიული კოლეჯები ყველა ასაკის მოქალაქეს, სახელმწიფო დაფინანსებით, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის დუალურ პროფესიულ განათლებას. პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართულნი და გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის მინიმალური ანაზღაურებაც.

პროფესიული კოლეჯები საქართველოს ყველა რეგიონშია და მოქალაქეებს შეუძლიათ სახლთან ახლოს დაეუფლონ ახალ პროფესიებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამჟამად, ქვეყანაში 37 პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო სასწავლებელი ფუნქციონირებს. გაუმჯობესდება კანონმდებლობა - შედეგად, საბაზო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს პროფესიული კოლეჯის დიპლომი, შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.

უმაღლესი განათლება

იმისათვის, რომ განათლება და ეკონომიკა მჭიდროდ დაუკავშირდეს ერთმანეთს, სახელმწიფო დასაქმებაზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლეს განათლებას შესთავაზებს სტუდენტებს. უნივერსიტეტები მოამზადებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც ჭირდება წარმოებას, მშენებლობას, ბიზნეს, სოფლის მეურნეობას, პოლიტიკას, სამოქალაქო სექტორს, სპორტულ, სახელოვნებო, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. ამასთან, სახელმწიფო მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული პროფესიები, რომლებზეც დამსაქმებლების მხრიდან დიდია მოთხოვნა. საუკეთესო ქართველი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონის დიპლომებს.

მეცნიერება

საქართველო ხდება აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი. ამ გეგმის განხორციელებას ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ახალი პროექტი - „ისწავლე საქართველოში“. პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოენოვანი საერთაშორისო პროგრამები, შედეგად მეტი უცხოელი ისწავლის საქართველოში და მეტ ქართველ მეცნიერს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. შემუშავდება ახალგაზრდა მეცნიერების, ისევე როგორც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამები. გაგრძელდება და გაღრმავდება „ჰორიზონტი 2020“-თან და სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობა.

მოხდება მეცნიერების კომერციალიზაცია - ახალგაზრდა მეცნიერებს/გამომგონებლებს საშუალება ექნებათ მათი მიგნებები კომერციულად საინტერესო წინადადებებად აქციონ. ეს მიდგომა ხელს შეუყობს საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი მეცნიერების სამშობლოში დაბრუნებას. ყოველივე ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

როდის არის მოსწავლის მობილობა დაუშვებელი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება