სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცურტავის სკოლის ისტორია, რომელმაც უამრავი ინტელექტუალური აღზარდა
19-04-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცურტავის საჯარო სკოლის შესახებ საინტერესო ისტორიას სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი გულუმხან ისმაილოვი გვიყვება:

„ცურტავის საჯარო სკოლა 1921 წლის ნოემბერში დაარსდა. 1958 წელს სკოლა საბაზო განათლების იყო.1966 წელს კი საშუალო სკოლა გახდა.

ჩვენს სკოლაში 1635 ადამინმა მიიღო საბაზისო განათლება. 1060 ადამიანმა მიიღო უკვე საშუალო განათლება. მოსწავლეებს შორის  არიან წარმატებული მოსწავლეები, ხელმძღვანელები, დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები.

ახლა ჩვენს სკოლაში სწავლობს 205 მოსწავლე, მუშაობს 30 პედაგოგი.სკოლის კოლექტივი ვასწავლით ბავშვებს პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს. ამ მიზნით სკოლაში მიმდინარეობს სხვადასხვა და საინტერესო ღონისძიებები.

ტარდება სხვადასხვა ვიქტორინები, წიგნების განხილვა, პრეზენტაცია, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

გვყავს წარმატებული სპორტსმენები,რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით დაიმსახურეს წარმატებები.

გვყავს წარმატებული ფეხბურთელები, ძიუდოისტები და სამბოისტები.

სკოლაში დიდი ყურადღება ენიჭება ქართული ენის სწავლას. სკოლაში არის ორგანიზებული ქართული ენის კაბინეტი, ჩვენი სკოლა ასევე აქტიურად მონაწილეობდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში. გამარჯვებული „ეტალონის“ პროექტში გვყავდა მე-10 კლასელი აიაზ აბაზოვი.

წარმოგიდგენთ სკოლის რამდენიმე აქტივობას:

აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობა

მაღალ კლასებში ჩავატარეთ ამ თემაზე დისკუსია. ავუხსენით, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველებს შორის არასოდესყოფილა კონფლიქტი. ეს მეგობრობა დაწყებულია შოთა რუსთაველის ეპოქიდან და გრძელდება დღემდე.

გამორჩეული აზერბაიჯანელი მწერალი ნიზამ იბრაგიმოვმა გვითხრა რომ ჩვენ მარტო მეზობლები არა ვართ, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის გული და ბედისწერა ერთნაირია. არანაირ მესამე მხარეს არ შეუძლია გააფუჭოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ბევრი ეროვნების და რელიგიის ხალხი ცხოვრობს და ყველას აქვს ერთნაირი უფლება.

წიგნი ჩვენი შრომაა, ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსწავლეები ირჩევენ სხვადასხვა წიგნებს, ისტორიულ და მხატვრულ ლიტერატურას განიხილავენ ერთად. ჩვენ ვუხსნით რომ ინეტრნეტის მიუხედავად წიგნი არის ჩვენი მეგობარი, ამიტომ საჭიროა კითხვა.

ქართველი ხალხის ტრაგედია

 

ბავშვებს ვესაუბრეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე. გენერალ როდიონოვის ბრძანებით როგორ  დაშალეს ძალით უდანაშაულო მოქალაქეები, ეს არის დღე როდესაც ქართველმა ხალხმა აჩვენა მთელ მსოფლიოს რომ ქართველ ხალხს შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები და ვერანაირი სამხედრო ძალა მათ ვერ შეაშინებს. ეს იყო საწინდარი თავისუფალი საქართველოსი და უდანაშაულოდ დაღუპული ხალხი არის ჩვენი სიამაყე,რომლებიც ყოველთვის იქნებიან ჩვენთან ერთად.“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

გამომსვლელებმა სულხან-საბას შემოქმედებაზე, პროექტის  მნიშვნელობაზე და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს, პედაგოგებმა კი მოსწავლეებს გენდერული თანასწორობისა და სხვათა უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა შეახსენეს
 

მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ჩურჩხელის მომზადების პროცესში, დააგემოვნეს საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეული და სტუმრებსაც გაუმასპინძლდნენ

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება