სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ბორჯომის ეტალონი მოსწავლე'' გამგეობისგან ერთი წლის განმავლობაში 150 ლარიან სტიპენდიას მიიღებს
20-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ბორჯომის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბორჯომის N3 სკოლაში ჩატარდა. 

ბორჯომის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამასახურის უფროსი მარინა ხუჯაძე, რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე, ბორჯომის N3 სკოლის დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ბორჯომის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ბორჯომის N4 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ანი გვირჯიშვილი დაეუფლა.

''ბორჯომის ეტალონი მოსწავლის'' ანი გვირჯიშვილის თქმით, პროექტი მოსწავლეებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს:

''ეტალონში'' შარშანაც ვმონაწილეობდი. წელს პირველ ადგილზე გავედი და მიხარია, რომ შევძელი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა. ძალიან მომწონს ეს პროექტი. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ, ახალი გამოცდილება მიიღონ, გაიგონ უფრო მეტი. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ''ეტალონს''.

ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული მოსწავლე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს:

''მივესალმებით ისეთ პროექტებს, რომლებიც განათლებას, ცოდნას და ინტელექტს ეხება. ''ეტალონი'' სწორედ ამ საქმეს ემსახურება და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერს. ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა. გამარჯვებული მოსწავლე ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდიით დავაჯილდოვეთ. იმედი გვაქვს, რომ ფინალურ ეტაპზეც მიაღწევს წარმატებას.'' 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამასახურის უფროსი მარინა ხუჯაძე გამარჯვებულს ულოცავს წარმატებას:

''ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა. ძალიან ემოციური იყო, აღსანიშნავია, რომ ბავშვების ჩართულობა იყო მაღალი, კონკურენციაც მაღალი იყო. ანი გვირჯიშვილმა აჯობა ყველას და გაიმარჯვა. ანი შარშანაც მონაწილეობდა, შარშანდელი გამოცდილება, როგორც ჩანს, დაეხმარა წარმატების მიღწევაში. ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.'' 

რესურსცენტრის უფროსის იზოლდა ლომიძის თქმით, ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული:

''ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების ჩართულობა ''ეტალონის'' ნახევარფინალში  ძალიან მაღალი იყო. დარბაზში დადებითი, პოზიტიური განწყობა იგრძნობოდა. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ძალიან საინტერესოდ და ლამაზად ჩაიარა ყველაფერმა. მიგვაჩნია, რომ პროექტი მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონს'', ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტთან თანამშრომლობას.'' 

ბორჯომის N4 სკოლის მე-10 კლასის დამრიგებელი თინათინ გოგოლაძე აღნიშნავს, რომ ანი გვირჯიშვილი მრავალმხრივ ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეა:

''ანი გვირჯიშვილი უნიკალური მოსწავლეა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ბავშვობიდანვე უამრავ წიგნს კითხულობს. ყველა საგანს თანაბრად ფლობს, მისთვის ბარიერი, დაბრკოლება არ არსებობს. ძალიან აქტიურია, სპორტშიც გარკვეული წარმატებები ჰქონდა, მღერის ძალიან კარგად, ცეკვაში აქვს ძალიან დიდი წარმატებები. დისციპლინითაც გამოირჩევა. ეკოლოგიის მიმართულებით ეკოკლუბებში იყო ჩართული, ტელევიზიაში საკუთარი გადაცემაც ჰქონდა.  რა კონკურსშიც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგალითად თემების დასაწერად,  მოუმზადებლადაც ხან მეორე ადგილზე გადის, ხან პირველზე გადის. ერთი სიტყვით, საუკეთესო მოსწავლეა. ''

''ბორჯომის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ანი გვირჯიშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაწარმოებს - „თევზი ხეზე“ და წიგნს - „ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს“

გასვლითი ღონისძიება პედაგოგების - ქ.დავითაშვილისა და ქ. მელიქიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება