| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

9 აპრილი ცრემლნარევი სიხარულის დღეა. 9 აპრილი თავისულებისთვის
ბრძოლას შეწირული უმანკო სულების ხსენების და მათი თავგანწირვის შედეგის-ნანატრი თავისუფლების
მოპოვების ნათელი დღეა. ამ ტკივილნარევ სიხარულს
მიუძღვნეს ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11
კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“...
მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიიდან გააცოცხლეს
მნიშვნელოვანი დეტალები, დოკუმენტური კადრები. ისაუბრეს იმ ეტაპებზე, რომლის
გავლაც მოუხდა სხვადასხვა თაობის ქართველს, რათა მიახლოებოდა ნანატრ თავისუფლებას.
მოსწავლეებს ესაუბრნენ სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, სასწავლო ნაწილის გამგე ნანა შენგელიძე, ღონისძიების ორგანიზატორი ნანა ჩხაიძე. მათ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, რომლის თვითმხილველები თავად იყვნენ. ისაუბრეს ქართველი ერის არნახულ კონსოლიდაციაზე, რომელმაც რეალური გახადა დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა, რასაც მოჰყვა დისკუსია. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ