| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთში აკრედიტირებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას შეძლებენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა წესი, რომელიც საშუალებას მისცემს ხარისხის მართვის ცენტრს ხელშეკრულება გააფორმოს საერთაშორისო აკრედიტატორებთან:
''მექანიზმი არის ასეთი, კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილება რამდენიმე თვის წინ. ახლა დავამტკიცეთ წესი, რომელიც აძლევს საშუალებას ხარისხის ცენტრს გააფორმოს ხელშეკრულებები საერთაშორისო აკრედიტატორებთან. შესაბამისად, როგორც კი ხარისხის ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას საერთაშორისო აკრედიტატორთან, ამ მომენტიდან ის ატესტატები, რომელიც იქნება გაცემული ამ პროგრამით მომუშავე სკოლების მიერ, ჩაითვლება საკმარის წინაპირობად ქართული ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად,'' – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სამინისტროს ვარაუდით, ამ პროცესს ერთიდან ორ თვემდე დასჭირდება. ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა კი 31 მარტს იწურება.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა და როდის გაფორმდება, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა