სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების მხარდაჭერის პროექტი 2017 - განახლებული შეთავაზება სკოლებს
14-03-2017
-
+


სკოლების მხარდაჭერის პროექტი Naec4Schools.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სისტემატიურად იღებს უკუკავშირს საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და პედაგოგებისგან, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან. 

შემოთავაზებული პროექტიც სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგია. 

2013 წლიდან რამდენიმე ასეული სკოლა ყოველწლიურად მონაწილეობს სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ამ ინიციატივაში.

2017 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ: 

  • ტესტირების ჩატარებას ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასებისათვის (დეტალური ჩამონათვალი იხ. ვებგვერდზე);
  • უნიკალურ შესაძლებლობას შეაფასოთ მეოთხეკლასელთა უნარები - წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები);
  • მიღწევის დონეების დადგენას და სკოლისა და მოსწავლის მიღწევების დადგენილ სტანდარტთან შედარებას.

დამატებით, ყველა მონაწილე სკოლა მიიღებს წვდომას გამოსაშვები გამოცდების შედეგებთან - პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი მიღწევები კონკრეტულ საგანში შეადარონ ყველა სხვა სკოლის შედეგებს როგორც სკოლის, ასევე თითოეული მოსწავლის დონეზე (შეიტყობენ, გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე სკოლების რამდენმა პროცენტმა აჩვენა მათზე მაღალი ან დაბალი შედეგი კონკრეტულ საგანში). ანალოგიური მონაცემების მიღება შესაძლებელი იქნება სასურველი რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის სკოლების ფარგლებშიც.

კონკრეტული სკოლის შედეგები კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ სკოლისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება