სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„განათლება არის ჩვენი ხვალინდელი დღის გარანტი“- წალენჯიხაში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
05-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, წალენჯიხის კინოთეატრში ჩატარდა, სადაც "წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები სევერიანე შეროზია და ცოტნე შონია, წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატს მუსიკალურად სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ორკესტრი „თუთა“ აფორმებდა.

პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლება, საქმე, რომელსაც „ეტალონი“ ემსახურება, არის ხვალინდელი დღის გარანტი:

„დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი ნამდვილად აკეთებს ძალიან დიდ საქმეს ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვინაიდან განათლება არის ჩვენი ხვალინდელი დღის გარანტი, ჩვენი აღმშენებლობის გარანტი. სწორედ განათლებულმა ხალხმა უნდა ააშენოს ჩვენი ხვალინდელი წარმატებული სახელმწიფო“. 

მერის მოადგილემ სევერიანე შეროზიამ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და „წალენჯიხის ეტალონ მოსწავლეს“ ფინალურ ეტაპზე წარმატებები უსურვა:

„დღევანდელი დღე წალენჯიხელი მოსწავლეებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჩვენი მომავალი თაობის შესაძლებლობების წარმოჩენის კუთხით. მინდა დღევანდელ გამარჯვებულს წარმატებები ვუსურვო პროექტის ფინალურ ტურში და ასევე წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“, რომელიც ზრუნავს ჩვენი მოსწავლეების განათლებაზე“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით „ეტალონისა“ და izrune.ge - ს მიმართ დიდ ინტერესზე ისაუბრა და გაწეული საქმისთვის პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა:

„ჩემი კომენტარი ალბათ ზედმეტია, როდესაც დარბაზმა თავად გააკეთა კომენტარი. მოგეხსენებათ, ჩემპიონატი ჩვენთან დილის 10 საათზე დაიწყო და ამ დროისთვის, რომ დარბაზი ხალხს ვერ იტევდა ეს უკვე თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პოპულარული და საყვარელი პროექტია „ეტალონი“ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ მოსწავლეებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო Izrune.ge , რომლის მიმართაც ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს მშობლებმა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ გუნდის თითოეულ წევრს. ეს პროექტი აძლევს ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობას იყვნენ წარმატებულები საკუთარი ცოდნითა და განათლებით“.

გამარჯვებული სკოლის დირექტორის ნონა მებონიას თქმით წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონისთვის“ განსაკუთრებით ემზადებიან: 

„ჩვენს სკოლაში ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან „ეტალონის“ ჩემპიონატისთვის და ეს მზაობის მაღალი დონე მათ მიერ მიღებულ ქულებზეც აისახება. მე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს არაჩვეულებრივ გოგოს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა მისი აკადემიური მოსწრებით და აქტიურობით. დიდი მადლობა „ეტალონს“ და ამ პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ დღისთვის“.

„წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ნინო ბელქანიამ მოიპოვა:

„მერვე კლასში ვარ და წელს პირველად მქონდა ამ პროექტში მონაწილეობის უფლება. მინდა ამ დღისთვის „ეტალონთან“ და ბატონ გოჩასთან ერთად მადლობა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს, დირექტორს, გულშემატკივრებს. ფინალისთვის მაქსიმალურად მოვემზადები და არ დავიშურებ ღონეს იმისათვის, რომ ღირსეულად წარვადგინო წალენჯიხა“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება