სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტრენინგები, რომლის შედეგადაც პედაგოგები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას შეძლებენ
13-03-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 150 ტრენერი გადაამზადა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 7000-ზე მეტ საჯარო სკოლის მასწავლებელს ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგს ჩაუტარებს.

ტრენინგი მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესის პოზიტიურად და ეფექტურად მართვის უნარების გამომუშავებაში. შედეგად, პედაგოგები შეძლებენ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში შეძლებს სწავლას.

ასევე, ტრენინგზე მიღებული ცოდნა მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააცნობიერონ კოლეგებთან თანამშრომლობითი კულტურისა დამკვიდრების მნიშვნელობა და პროფესიული პორტფოლოს გამოყენების სარგებელი.

ზოგადპროფესიული უნარების კურსის მესამე მოდული „სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ საქართველოში მოქმედი მასწავლებელთა საჭიროების კვლევის საფუძველზე შემუშავდა.

აღნიშნულ ტრენინგში მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი და მეორე მოდულის მიხედვით 2016-2017 წლის ოქტომბერ-თებერვლის პერიოდში.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება