სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა
04-04-2019
-
+


2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნული გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 4 600-მდე სტუდენტი. 

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ წინა წლების მსგავსად, მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:

  • 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ;
  • 7 მაისის 18:00 საათამდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.naec.ge წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები - ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება