სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

300 მოსწავლე არდადეგებს ბაკურიანში გაატარებს
10-03-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები აღდგა. 

არდადეგებზე სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი სკოლების 300-მდე მოსწავლე ბაკურიანში გაემგზავრა, სადაც ისინი ახალ მეგობრებს შეიძენენ და დასვენებასთან ერთად, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებით დაკავდებიან და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან.

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების უნარების განვითარების მხარდამჭერი პროექტის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ განიტვირთონ და ხანგრძლივი სასწავლო სემესტრის შემდეგ, აქტიურად დაისვენონ. განტვირთვა რომ შინაარსიანი დასვენების ფორმაში გადავიდეს, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს დაგეგმილი და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც სასკოლო არდადეგების პერიოდში განხორციელდება და რომელშიც რაც შეიძლება ბევრი მოზარდი ჩაერთვება, ხელს შეუწყობს მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებას, მათ ჩართვას სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, თანატოლების გაცნობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. 

პროგრამა  მომავალში მოსწავლეებს მოტივაციას გაუჩენს უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, დაინტერესდნენ სპორტის სახეობებით და ბანაკებში შეძენილი უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ, თანატოლებში სპორტს გაუწიონ პოპულარიაზაცია. სწორედ მოსწავლეების გააქტიურება და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაა პროექტის მთავარი მიზანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება