| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 23 აღსაზრდელი მოიწამლა.
ბავშვები თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს. რა გახდა მათი ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ უცნობია. ექიმების ინფორმაციით, ყველა ბავშვს ერთნაირი სიმპტომი აქვს. მათ დეზინტოქსიკაცია უტარდებათ.
„ბავშვებს აღენიშნებათ პირღებინება და ტკივილი მუცლის არეში, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დიდი ალბათობით, შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს რამდენიმე საათში გავწერთ, ხოლო საყურადღებო რამდენიმე პაციენტს კლინიკაში დავტოვებთ“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი აცხადებს, პროდუქტით ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია. მისი თქმით, ბაღში სურსათი ვარგისია.
ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“