სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გამარჯობა რუბი“ - სექტემბრიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს ისწავლიან
02-04-2019
-
+


სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ ისწავლიანაღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ფინელმა პროგრამისტმა და „გამარჯობა რუბი“ - წიგნების სერიის ავტორმა ლინდა ლიუკასმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გამარჯობა რუბი“ წიგნების სერიის ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბს“-მა 2018 წელს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ, ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა, საქართველოში ჩამოიყვანა. დღეს ლინდა ლიუკასმა 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.

„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით, ნიუ იორკის სკოლებში კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.

ავტორის გადაწყვეტილებით, „გამარჯობა რუბი წიგნების ქართულად გამოქვეყნებაზე ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. „გამარჯობა რუბი“ - არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.

სექტემბრიდან კი მსოფლიოში აღიარებული წიგნით, განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან.

„გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს N2, ქალაქ რუსთავის N4 და თბილისის N71 საჯარო სკოლებში კლუბებში, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება