სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმოჩენისთვის „პირველი კატეგორიის რესურსცენტრების“ რეიტინგი შედგა
09-04-2019
-
+


„ეტალონის“ შემოქმედებითმა გუნდმა აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების „პირველი კატეგორიის რესურსცენტრების“ რეიტინგი გამოავლინა.

რაც შეეხება „უმაღლესი კატეგორიის რესურსცენტრების“ რეიტინგს, რომლიც მიმდინარე წლის 13 მარტს გამოქვეყნდა, დაემატა ხუთი რესურსცენტრი: თერჯოლა (100%, რ/ხ ქეთევან შეყრილაძე), მცხეთა (96%, რ/ხ ფარნაოზ იორდანიშვილი), ახალციხე (95%, რ/ხ ხათუნა ხმალაძე ), თეთრიწყარო (93%, რ/ხ მაია ბეგიაშვილი) და სენაკი (90%, რ/ხ დარეჯან ზარანდია).

რესურსცენტრები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ:

  • მოსწავლეებისთვის სწავლის მოტივაციის გაზრდის ხელშეწყობა
  • სკოლების ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა
  • აქტიური, მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრების კუთხით მუნიციპალიტეტების წარმოჩენა
  • მშობლების და მასწავლებლების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში

რეიტინგი შედგენილია Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების პროცენტული რაოდენობის მიხედვით. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, პროცენტულ ჩართულობასთან ერთად, ვაქვეყნებთ სკოლების რაოდენობებსაც. 

სკოლების გაძლიერება და მომავალი თაობის - ახალგაზრდების განვითარება წარმოუდგენელია აქტიური სასკოლო ცხოვრების და საზოგადოებისთვის მისი გაზიარების გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Etaloni.ge, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ხელმომწერი სკოლების სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციებს.

აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სკოლის ცნობადობის გაზრდას, ასევე მოტივაციას უმაღლებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რათა უფრო მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ - გამართონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, პრეზენტაციები, განახორციელონ პროექტები და ეს ყველაფერი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ცნობილი.

სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების მიზნით, Etaloni.ge მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ სკოლასთან თანამშრომლობს. სასკოლო ცხოვრების გაშუქებასთან ერთად, Etaloni.ge განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებაც აქტიურად აქვეყნებს სტატიებს და ახალ ამბებს,  მათ შორის ინტერესდება სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებით. მიგვაჩნია, რომ მშობლების ჩართულობის გარეშე ვერც  სკოლის გაძლიერება მოხდება და ვერც მაღალი ხარისხის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.

მშობელი-ბავშვი-სკოლა - გაერთიანების მიზნით შექმნილია ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე პორტალი izrune.ge, სადაც მშობელს შეუძლია ცოცხალ რეჟიმში შეიტყოს შვილის აზროვნებისა და განვითარების დონე. Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ს ყველა სიკეთეებით სარგებლობა სოციალური პაკეტით, სიმბოლურ ფასად შეუძლიათ.

იხილეთ რეიტინგი  Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების პროცენტული რაოდენობის მიხედვით:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება