TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები - სტატუსშეჩერებული მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგებულია
02-04-2019
-
+


2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ, მოსწავლის სტატუსი 10 433 მოსწავლეს შეუჩერდა. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2016-2017 სასწავლო წელთან შედარებით გაორმაგებულია.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები ეფექტიანი განათლების სისტემის უზრუნველყოფა და არასრულწლოვანთა განათლების უფლების დაცვა ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„აღნიშნული საკითხი წარმატებით ვერ განხორციელდება იმ პირობებში, როდესაც კვლავ მაღალია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, განათლების სისტემის მიღმა რჩებიან და ამ სისტემისთვის, პრაქტიკულად, „უხილავი ბავშვები“ არიან. განათლების უფლება ხშირად დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბე, ადრეული ქორწინება, ძალადობა, ბავშვთა შრომა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნების სპეციალური საჭიროებები და სხვა.

საქართველოში 2 085 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2017-2018 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლებში - 518 038-ს, ხოლო კერძო სკოლებში 57 143-ს შეადგენდა. 2017- 2018 სასწავლო წლის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა 10 433 მოსწავლეს. ეს მონაცემი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია, რადგან 2016-2017 სასწავლო წელს ეს ციფრი 5 713 იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, სკოლები არ აწარმოებენ უფრო დეტალურ მონაცემებს, არ იკვლევენ მიზეზებს და არც ამ შემთხვევებს შეისწავლიან სიღრმისეულად

„სკოლის მიტოვების საკითხის კომპლექსური შესწავლის, პრობლემების გამოკვეთისა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიტოვების საფუძვლების შესწავლა და გამოკვეთა. საყურადღებოა, რომ მაღალია იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელთაც სტატუსი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე შეუწყდათ/შეუჩერდათ. თუმცა სკოლები არ აწარმოებენ უფრო დეტალურ მონაცემებს, არ იკვლევენ მიზეზებს და არც ამ შემთხვევებს შეისწავლიან სიღრმისეულად. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი ზოგადი მიზეზების კვლევის საჭიროება, როგორიცაა 90 სასწავლო დღეზე მეტი ხნით სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევები. საყურადღებოა ადრეულ ასაკში ქორწინების ან შრომის გამო მიტოვების ფაქტები.

საყურადღებოა იმ რეგიონების ჩამონათვალი, სადაც განსაკუთრებით მაღალია მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძველი და ბავშვის უფლებების დაცვის მხრივ, განსაკუთრებით პრობლემური მიმართულებები იკვეთება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, წლებია, პრობლემად რჩება სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი, კვლავ სუსტად და არაეფექტიანად მოქმედებს რეფერირების მექანიზმი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2017-2018 წელს და 2018-2019 წლის პირველ სემესტრში, რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებთან სკოლის მიტოვების 96 შემთხვევაზე განხორციელდა. მაშინ როდესაც, სავალდებულო საბაზო საფეხურის დასრულებამდე მუშაობის დაწყების საფუძვლით, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი 89, ხოლო, დაოჯახების საფუძვლით, 95 შემთხვევა იყო. მნიშვნელოვანია, რომ განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს შორის, კვლავ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. საანგარიშო პერიოდში სკოლაში ჩაირიცხა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 37 ბავშვი, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ადეკვატური და საჭიროებს ამ ბავშვებისადმი საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მიდგომას“, - ნათქვამია ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პირველი ქართული დამწერლობის ნიმუშების გაცნობა

აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა სახალისო გაკვეთილი, რომელიც როლური თამაშის გამოყენებით წარიმართა

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება