სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გზები არსებობს იმისთვის, რომ უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭოს
07-03-2017
-
+


წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსმა მასწავლებელმა შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:

I გზა:

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:

ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრედიტქულა);

ბ)  გადის გარე დაკვირვებას  (4 კრედიტქულა);

გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (11 კრედიტქულა). წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

II გზა:

უფროს მასწავლებელს, რომელიც სქემის ძალაში შესვლის შემდგომ, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  უფროსი  მასწავლებლისათვის  წამყვანი  მასწავლებლის  სტატუსის მინიჭების  შესახებ  წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

III გზა:

გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება:

ა) უფროს მასწავლებელს, რომელსაც სქემაში განაწილების დროისთვის მინიჭებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

წყარო: ''მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ'' ცვლილების შეტანის თაობაზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება