სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''გვეამაყება, რომ ასეთი ჭკვიანი მოსწავლეები გვყავს'' - მაღალი კონკურენციის შედეგად ''ქალაქ ამბროლაურის ეტალონი'' მოსწავლე გამოვლინდა
06-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ქალაქ ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრში ჩატარდა.    
   
ქალაქ ამბროლაურის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.    

ღონისძიებას ქალაქ ამბროლაურის ვიცე-მერი დავით მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  
    
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ქალაქ ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ქალაქ ამბროლაურის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნანა კერესელიძე დაეუფლა.  

''ქალაქ ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე'' ნანა კერესელიძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონში'' მონაწილოებამ დიდი გამოცდილება შესძინა:

''ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას. ასე არასდროს არ მინერვიულია. ''ეტალონმა'' ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა, ძალიან ბევრი გავიგე ამ კითხვებიდანაც. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ, კარგად დაუკვირდნენ ყველაფერს და ისე გასცენ კითხვებს პასუხი.''  

საკრებულოს თავმჯდომარის ასლან საგანელიძის თქმით, ''ეტალონს'' დიდი გამოხმაურება მოჰყვა: 

''ძალიან კმაყოფილები ვართ. კარგად იყო ორგანიზებული. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ''ეტალონს''. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. წლებია ვგულშემატკივრობთ ''ეტალონს''. ერთ-ერთი მაღალი ქულები ჩვენს ქალაქში დაფიქსირდა. ძალიან კმაყოფილები და გახარებულები ვართ. გვეამაყება, რომ ასეთი ჭკვიანი მოსწავლეები გვყავს.''

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ ''ეტალონი'' ეროვნული მნიშვნელობის პროექტია:

''ღონისძიებაში 25 მოსწავლე მონაწილეობდა. საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩატარდა. ''ეტალონი'' არის ეროვნული და საინტერესო პროექტი, რომელიც იძლევა მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზაციის საშუალებას.'' 

''ქალაქ ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნანა კერესელიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება