| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

21 მარტს ჭიათურაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.
II ეტაპზე გადასული მოსწავლეები „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს
პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
სკოლამ საკუთარი ძალები კონკურსის სამივე ნომინაციაში წარმოაჩინა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ესეების კონკურსში მოიპოვა
„როცა სიტყვა ფერად იქცევა და მელოდია - ემოციად“ - ინტეგრირებული გაკვეთილი ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება