| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში აცხადებს ინკლუზიური განათლების სპეციალისტების შესარჩევ კონკურსს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების განვითრებას რეგიონებში, საშუალება მისცეს რეგიონის სკოლებში დასაქმებულ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს ჩამოვიდნენ თბილისში და გაიზიარონ თბილისის ყველაზე წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.
კონკურსის შედეგად შერჩეული 30 ინკლუზიური განთლების სპეციალიტი მიმდინარე წლის მაისის თვიდან 10 ინკლუზიურ სკოლაში განაწილდება, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს სამ მასწავლებელთან.
რეგისტრაცია იწარმოებს 30 აპრილის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა