სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-12 კლასელთა საყურადღებოდ! - გაეცანით, დეტალურ ინფორმაციას გამოსაშვები გამოცდების იმიტაციის შესახებ
01-03-2017
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთავაზობს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ასევე ყველა მსურველს, გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა, უცხოური ენა, ისტორია. 


ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები. 

რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 10 მარტიდან იქნება შესაძლებელი ვებგვერდებზე www.naec.gov.ge online.naec.ge

მსურველები, მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ, ცენტრის ვებგვერდებიდან, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით გაივლიან ტესტირებას. პროგრამა იმავე ალგორითმით შეაფასებს მონაწილეებს, როგორიც ეს გამოსაშვები გამოცდებისას ხდება. მიღებულ შეფასებას მონაწილე ეკრანზე დაინახავს.

ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასურია 10 ლარი. გადახდილი თანხა ოპერატიულად აისახება სისტემაში, მონაწილეს თანხის ასახვისთანავე  შეუძლია ტესტირების გავლა. ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილობის მიღება შესაძლებელია მაქსიმუმ 3-ჯერ. ინფორმაცია თანხის გადახდის ფორმების შესახებ გამოქვეყნდება ვებგვერდზე  www.naec.gov.ge

რეგისტრაციისა  და  ტესტირების  დეტალური  ინსტრუქცია  გამოქვეყნდება  რეგისტრაციის დაწყებამდე ვებგვერდზე  www.naec.gov.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება