სიახლეები
სიახლეები

„სტუდენტებს ფულს ვუხდით იმისთვის, რომ დაუსაქმებლები იყვნენ“ - რას ფიქრობენ განათლების სპეციალისტები უფასო ფაკულტეტების გაუქმებაზე
09-03-2019
-
+


მომავალი წლიდან, შესაძლოა, უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელი შეიცვალოს. კერძოდ კი როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება.

„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიჰყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

განათლების სფეროს სპეციალისტი რეზო აფხაზავა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ძალიან რთულია ითქვას, რა პრინციპით შეირჩა დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი – რა შეფასებას და კვლევას დაეყრდნო. ამასთან, აფხაზავას თქმით, ცვლილება კარგი იქნება, თუ ის თანხები, რომელიც ამ ფაკულტეტების დაფინანსებაში იხარჯებოდა, მიმართული იქნება დაბალი სოციალურ-ეკონომუკური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.

„ჩვენ ვაფინანსებთ სპეციალობებს და არა სტუდენტებს, ამიტომ ჩემი აზრით, ფაკულტეტების გაუქმება და სოციალური გრანტების გაცემა სტუდენტებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი იქნება, ვიდრე ისეთი ფაკულტეტების დაფინანსება, რომლებზედაც ისეც არ არის მოთხოვნა არც აბიტურიენტებში და არც შრომის ბაზარზე. ოღონდ ისეთ ფაკულტეტებზე, სპეციალობებსა და პროგრამებზე, სადაც მათი დასაქმების შანსი მეტი იქნება და არა ხელოვნურად რაღაც მიმართულებების შენარჩუნებაში, რამაც ეფექტი ვერ გამოიღო, რადგან რასაც ვუყურებთ ეს უფასო მიმართულებები არ განვითარებულა. ანუ ჩვენ ვუხდით სტუდენტებს ფულს იმისთვის, რომ შემდგომ ისინი დაუსაქმებლები იყვნენ. შესაბამისად, მგონია, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის თანხა, რაც ამ ფაკულტეტების დაფინანსებაზე გამოყოფდა, მიმართული უნდა იყოს დაბალი სოციალ-ეკონომიკური სტუდენტების დაფინანსებაზე“, - განაცხადა რეზო აფხაზავამ.

უფასო ფაკულტეტების დაფინანსების გაუქმებასთან დაკავშირებით etaloni.ge კიდევ ერთ განათლების სფეროს სპეციალისტს, შალვა ტაბატაძეს ესაუბრა. შალვა ტაბატაძის განცხადებით, სახელმწიფო ხარჯავდა ფულს იმაში, რომ გამოეზარდა და შრომითი ბაზრისთვის მიეწოდებინა ადამიანები, რომლებიც არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

„რაც შეეხება თავის დროზე უფასო ფაკულტეტების პროგრამას, ეს 14 პროგრამის დაფინანსებით შემდეგ 17-მდე გაიზარდა და ბოლოს 21 პროგრამა დაფინანსდა. ეს იყო აბსოლუტურად გაუთვლელი და სპონტანური გადაწყვეტილება. დაფინანსებული პროგრამებს ჩამონათვალში შევიდა ისეთი პროგრამები, რომელსაც არ ჰქონდათ რეალური დასაბუთება, რატომ უნდა დაფინანსებულიყო. მათი ნაწილი შესაძლოა, იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, დაფინანსება იყო ისეთ პროგრამებზეც, რომლებზეც ფაქტობრივად, არ იყო მოთხოვნა და ამ პროგრამების კურსდამთავრებულები ერთის მხრივ, არსებული დაბალი ხარისხის განათლების გამო და მეორეს მხრივ, შრომით ბაზარზე მოთხოვნის არარსებობის გამო, დიდი ალბათობით, დაუსაქმებლები იყვნენ. სახელმწიფო ხარჯავდა ფულს იმაში, რომ გამოეზარდა და შრომითი ბაზრისთვის მიეწოდებინა ადამიანები, რომლებიც არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ“, - აცხადებს ტაბატაძე.

მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენდა ის საკითხიც, რომ სამინისტრომ უფასო ფაკულტეტების დაფინანსებისას უნივერსიტეტებს არ მისცა ანგარიშვალდებულება, რომ მათ აღნიშნული თანხებით პროგრამის განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიემართათ.

„შესაბამისად, იმ პროგრამებმა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, შედეგი ვერ გამოიღო. ამასთან, ამ პროგრამების კურსდამთავრებულები ძირითადად დაუსაქმებლები იყვნენ. ამიტომ გადაწყვეტილება სწორია, რომ ასეთი ტიპის სპონტანურად შერჩეული პროგრამის დაფინანსება აღარ უნდა არსებობდეს. ამ გადაწყვეტილებამ, რაც გააკეთა პოზიტიური ის იყო, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახლა მოსაფიქრებელია სწორი მექანიზმი, რომ ეს ხელმისაწვდომობა, რომელიც პრობლემაა დღეისათვის საქართველოში, არ შემცირდეს. პირიქით, ისეთი დაფინანსების სისტემა შეიქმნას, რომელიც ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის და საჭიროებაზე ორიენტირებული გახდება, თუმცა, ეს როგორ მოხდება და რას გააკეთებს ამისთვის სახელმწიფო სამწუხაროდ, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხდა ტაბატაძემ.

etaloni.ge მკითხველს განათლების სამინისტროს მიერ 2018 წელს სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციას სთავაზობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„სტუ-ში რეორგანიზაცია ამ დღეებში დაიწყება“ - პროგრამა, რომელზე მიღებასაც ტექნიკური უნივერსიტეტი გამოაცხადებს, სტუდენტები კი სხვა უმაღლესში ისწავლიან

2026-2027 სასწავლო წელს ახალმიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება

 

„დღეს მთავრობა დაამტკიცებს უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს“ - რა ცვლილება შეეხება თსუ-ს - პრემიერი განმარტავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

 

 

პედაგოგმა ბავშვებს კითხვის მნიშვნელობა შეახსენა და მოუწოდა დაუმეგობრდნენ წიგნებს

 

 

 

ღონისძიების ბოლო მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ, რაც მათ წახალისებას ემსახურება

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება