| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, რეგიონებსა და თბილისს შორის უცხო ენის სწავლების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ამის შესახებ სოფო გორგოძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ რეგიონებში უცხო ენების სწავლების დონე უნდა გაუმჯობესდეს.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც ეხება გამოსაშვებ გამოცდებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გარდა ამისა, აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ უცხო ენების სწავლება განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ჩვენი კვლევის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ თბილისსა და რეგიონებს შორის გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები მოსწრებაში უცხო ენაში. ამიტომ ერთ-ერთი საკითხი ისიც იქნება, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად იმისთვის, რომ გავზარდოთ სწავლების დონე უცხო ენებში. კვლევა მიმდინარეობდა დაახლოებით ორი თვის მანძილზე, კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივი კომპონენტს“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება