სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

‘’ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლე’’ წარმატების საიდუმლოს გვიზიარებს
22-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ მცხეთის N1 სკოლაში ჩატარდა.

ქალაქ მცხეთის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი შორენა არჯევანიძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ხუროშვილი დაეუფლა.

''ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლე'' ალექსანდრე ხუროშვილი მოსწავლეებს წარმატების საიდუმლოს უზიარებს:

''გამარჯვებას არ ველოდი. ძალიან გამიხარდა. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, არ ინერვიულონ, დაფიქრდნენ და იყვნენ თამამები. ''ეტალონში'' მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მოტივაციისთვის.''

ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე იმედოვნებს, რომ ''ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლე'' ფინალშიც წარმატებას მიაღწევს: 

''ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა, ატმოსფერო კარგი იყო. მშობლები, მასწავლებლები და თავად მონაწილეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ფინალშიც წარმატებას მივაღწევთ. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ახალგაზრდებს მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რომ მეტი იმეცადინონ და გამოავლინონ თავიანთი თავი. მივესალმებით მსგავსი ინტელექტუალური პროექტების არსებობას.''

ქალაქ მცხეთის კოლტურისა და სპორტის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი შორენა არჯევანიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეები ''ეტალონით'' ძალიან დაინტერესებულები არიან:

''ჩვენი მოსწავლეების სწავლის დონით კმაყოფილი ვარ. თავად გამარჯვებული ალექსანდრე ხუროშვილი კარგი მოსწავლეა და იმედი გვაქვს, მომავალშიც წარმატებას მიაღწევს. ''ეტალონი'', რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროექტია. ერთგვარი მოტივატორია ბავშვებისთვის. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები არიან ''ეტალონით''. პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.''

''ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ალექსანდრე ხუროშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება