| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 7 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე.
აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო სკოლაში მიღებასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.
აკადემიის საბაკალავრო სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:
☑ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
☑ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
☑ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა
დამატებითი პროგრამა - საერთო საჯარისო მართვა.
სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".
☑ იუნკერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში:
აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.
☑ ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის.
☑ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
☑ აკადემიის თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილია სტიპენდიით, პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.
☑ საბაკალავრო სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ათწლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს ოთხწლიან სწავლებასა და ექვსწლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.
☑ საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 3 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ტელ: +995 (32) 230 52 85; 577 39 01 94
მის: ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კმ., ქ. გორი, საქართველო
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა