სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტარდება თუ არა XI და XII კლასებში გაკვეთილები გამოცდების გაუქმების შემდეგ - დირექტორების განმარტება
14-02-2019
-
+


„ჩვენი მიზანი არის სკოლების გაძლიერება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდეს“, - აღნიშნული განცხადება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც განათლების მინისტრი აღნიშნავს, საატესტატო გამოცდების გაუქმება, სკოლაში სასწავლო პროცესის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და სკოლა მხოლოდ გამოცდაზე ორიენტირებული აღარ იქნება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოცდების გაუქმების შემდეგ დამამთავრებელ ​კლასებში გაკვეთილები, თითქმის, აღარ ტარდება:

„გამოცდების გამო მაინც დადიოდნენ სკოლაში, ახლა სულ აღარ დადიან. არ იყო გამოცდების გაუქმება სწორი გადაწყვეტილება“...

„ატესტატს გამოცდების გარეშე თუ აიღებენ მოსწავლეები, სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ და არც ახლა ივლიან, სკოლა როგორ გაძლიერდება გამოცდების გაუქმებით, გაუგებარია“...

„ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო კლასებში ცუდი დასწრება იყო ისედაც, ახლა საერთოდ აღარავის აინტერესებს გაკვეთილებზე სიარული“...

თუმცა, როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის საჯარო სკოლის დირექტორები აცხადებენ, საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და გაჟღერებულ სხვა სიახლეებს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელზე არ უმოქმედია.

თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ღაჭავა: „მე-11 კლასში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია - 70-80% შეადგენს, ხოლო მე-12 კლასში დაახლოებით 60% ესწრება ყოველდღიურად გაკვეთილებს.  ნამდვილად არანაირად არ უმოქმედია გამოცდების გაუქმებას მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელზე, ჩვენს სკოლაში ეს არ გვიგვრძვნია. მე-11 კლასში მით უმეტეს, ჩვეულებრივად დადიან და მეცადინეობენ“.

საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი არ შეცვლილა არც თბილისის N123 საჯარო სკოლაში, როგორც დირექტორი თამარ ლოსაბერიძე აცხადებს: „გამოცდების გაუქმებას საგაკვეთილო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ბავშვები როგორც დადიოდნენ სკოლაში ყოველდღიურად, ისევ ისე დადიან და აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ვინც არ ესწრება გაკვეთილებს და არების გარკვეულ რაოდენობას აგროვებს სემესტრის განმავლობაში, მათ ექსტერნის გამოცდის ჩაბარება უწევთ.

„ვინც არ ესწრება გაკვეთილებს და არების გარკვეულ რაოდენობას აგროვებს სემესტრის განმავლობაში, მათ ექსტერნის გამოციდს ჩაბარება უწევთ. როგორც არის ჯერჯერობით ისევ ისე იქნება და არაფერი არ იცვლება“, - განგვიცხადეს სამინისტროში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება