| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2023-2024 წლიდან შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად, ერთი ცენტრალიზებული გამოცდა დაინერგოს, რომელშიც საგნები და უნარები იქნება კომბინირებული. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.
როგორც აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილია, აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია. მისივე თქმით, ცენტრალიზებულ გამოცდასთან ერთად, შესაძლოა, შემოიღონ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის საჭირო სხვა დამატებითი კომპონენტებიც.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია. ამის გარდა, უნდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ცხადია, ეს წელს და მომავალ წელს არ იგეგმება. პრინციპის დონეზე საუბარი არის, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც სკოლების დონეზე ამ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი, მსხვილი, კომბინირებული გამოცდა. თუ შევთანხმდით და დავგეგმეთ, შესაძლებელია, 2023-2024 წლისთვის გადავიდეთ ამ მოდელზე",- განაცხადა აბულაძემ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა