| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან. უნარების გამოცდების შემოღებას თავდაპირველად ჰქონდა კეთილშობილური მიზანი, კერძოდ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემით, უნარები გადაიქცა ცალკე სფეროდ – კონსულტანტებით, ლიტერატურით. ის ამოცანა, რაც გვქონდა, რომ აღმოგვეფხვრა სოციალური უთანასწორობა, ვერ შესრულდა,“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია. მათ შეეძლებათ ნებისმიერი საგანი მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე, რომლის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნვეყოფილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მუშაობა გრძელდება უნივერსიტეტების ჩართულობით. ზოგიერთი უნივერსიტეტი უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, თუ რომელ საგნებს მიანიჭოს უპირატესობა მისაღებ გამოცდებზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა