სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს“ - ყველაზე გამორჩეული კითხვები, რომლებიც პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილს დაუსვეს
07-02-2019
-
+


განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. დეპუტატებმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ მინისტრს კითხვები დაუსვეს.

გთავაზობთ, ყველაზე გამორჩეულ და უცნაურ კითხვებს, რომელებმაც სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ზოგიც იუმორის ხასიათზე დააყენა.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ლომიამ მიხეილ ბატიაშვილს მიმართა: „ნუ შეგეშინდებათ სიბნელის თუ ბოლო მაინც ნათელია...“ - და სკოლებში რელიგიის ისტორიის შემოღება მოითხოვა.

„მე შეგნებულად არ გამოვყოფ მართლმადიდებლობას, რათა კოლეგებმა არ თქვან, რომ სხვა რელიგიების დისკრიმინაციას ვცდილობ. დღეს ვინც ნეოლიბერალურ დოქტრინას ფეხდაფეხ არ მიჰყვება, ყველა ბნელ ადამიანად ცხადდება. მინდა გთხოვოთ, ნუ შეგეშინდებათ სიბნელის თუ ბოლო მაინც ნათელია. ნუ დაუკარგავთ ჩვენს ეკლესიას იმ ღვაწლსა და როლს საქართველოს ისტორიაში და, ამავდროულად, არ დაარღვიოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი“, - მიმართა დეპუტატმა განათლების მინისტრს.

პარლამენტის დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი მინისტრისგან სოციალურ პროგრამას ითხოვს, რომელიც ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს:

„განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ“, - განაცხადა კვიციანმა.

პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ენძელა მაჭავარიანი მუხრან მაჭავარიანის იუბილეს აღნიშვნით დაინტერესდა: 

„აპრილში არის მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე, როგორ ვემზადებით ჩვენ ამ იუბილესთვის და საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ ქართულ განათლებაზე, რამდენად იქნება ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრების ცხოვრების ისტორიები აქ გამოყენებული“, - დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის კითხვა განათლების მინისტრს.

პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ აკაკი ზოიძე საქართველოში ექთნების დეფიციტის თემით დაინტერესდა:

„წელიწადში 100 ექიმი გვჭირდება და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მწვავე დეფიციტი გვაქვს ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით“, - იკითხა აკაკი ზოიძემ.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

დღის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის სიხარულის, სიყვარულის, ყურადღებისა და დაუვიწყარი ემოციების ჩუქება
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება