სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 3 სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა
07-02-2019
-
+


2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა. 

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 

სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. განათლების საერთაშორისო ცენტრის ცნობით, ​სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი აპლიკანტები, ისე მიმდინარე გრანტის მფლობელები. 

მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული პროგრამები განახლებული საკონკურსო პირობებითა და ვადებით განხორციელდება. კონკურსანტებს საბუთების შეტანის ვადა 2-ჯერ გაუხანგრძლივდებათ. განაცხადის შევსება ორ ეტაპად ხდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტს განაცხადისა და მოთხოვნილი დოკუმენტების, ხოლო მეორე ეტაპზე, მხოლოდ ჩარიცხვისა და თანადაფინანსების (პროგრამული მოთხოვნის შემთხვევაში) საბუთის ატვირთვა უწევს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში. ამავდროულად, ცენტრში განაცხადის შევსების ვადები ემთხვევა ევროპისა და (ნაწილობრივ) ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების შეტანის ვადებს.

სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს 13:00 საათზე დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება.

ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება