სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ჩვენი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს“ – არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე ბოლნისის ჩემპიონატის გამარჯვებულია
07-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვალეტინა ნავერიანი და ლონგინოზ გასანოვი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, პირველ სამადგილოსან მონაწილეს კომპანია RMG-სგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ, 250, 150 და 100 ლარის ოდენობით. ასევე 200-200 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ კაზრეთის N1 და კაზრეთის N2 საჯარო სკოლების საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები.

„ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ კი მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა, 100 ლარის ოდენობით.

მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, კობა ჟღენტმა აღნიშნა, რომ ბოლნისში „ეტალონის“ მიმართ მოლოდინი და ინტერესი ძალიან მაღალია:

„ბოლო წლების მანძილზე „ეტალონი“ ნამდვილად გახდა ძალიან სახალხო და მასშტაბური პროექტი, რომლის მიმართაც მოლოდინი, საზოგადოების მხრიდან, ძალიან მაღალია. ამ ბავშვებთან ერთად მეც ყოველთვის მახარებს ის ფაქტი, რომ ჩართული ვარ ჩემპიონატის სამზადისში. მინდა, ვუსურვო მომავალ თაობასა და „ეტალონს“ უდიდესი წარმატება."

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ია სვანიძემ მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაქართულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაციის კუთხით:

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდსა და პირადად ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მით უმეტეს, ისეთ რეგიონებში, სადაც არის კომპაქტურად არაქართულენოვანი მოსახლეობა. პროექტი ნამდვილად ეხმარება ჩვენს ბავშვებს სახელმწიფო ენის უკეთ სწავლაში. „ეტალონი“ ხელს უწყობს ჩვენი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების ადაპტირებას, ჩართულობასა და ინტეგრაციას მთელ საგანმანათლებლო სისტემასთან. ისინი ძალიან ცდილობენ, ყოველდღიური მეცადინეობებით გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე და მიაღწიონ წარმატებებს ისეთ არაჩვეულებრივ პროექტებში, როგორც არის „ეტალონი“.

კომპანია RMG- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნატალი ნოზაძემ ჩემპიონატის საპრიზო ადგილის მფლობელ მონაწილეებს კომპანია RMG- ის სახელით ფულადი ჯილდო გადასცა და etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია RMG, რომელიც ხელს უწყობს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, არის „ეტალონის“ თანამოაზრე და გააგრძელებს თანამშრომლობას ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც: 

„შეიძლება ითქვას, რომ „ეტალონს“ ვგულშემატკივრობ და თვალს ვადევნებ მისი დაარსების დღიდან. ჩვენ ცხადია, ვადევნებთ თვალს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბითაც. ჩვენი კომპანია ოპერირებს ბოლნისის რაიონში, კერძოდ, საწარმო მდებარეობს დაბა კაზრეთში და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად მიმართულია ამ რეგიონისკენ. RMG აქტიურად უწყობს ხელს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს დაბა კაზრეთში და გამომდინარე იქიდან, რომ კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონის“ ჩემპიონატებში, გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა ჩემპიონატთან - დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ვყოფილიყავით თანამოაზრე და ერთ-ერთი სპონსორი. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვინდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა „ეტალონის“ფინალურ ეტაპებზე და დავაწესოთ სპეციალური პრიზი." 

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წარმომადგენელმა, ნინო მანაგაძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში: 

„მივესალმები „ეტალონსა“ და მის იდეებს, რომლის გულშემატკივარიც ვარ უკვე წლებია. უმნიშვნელოვანესი პროექტია სრულიად საქართველოსთვის და განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც არაქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ ჩემპიონატში სწორედ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბოლნისში მოსწავლეების მონდომებას და მზაობის მაღალ ხარისხს. დღევანდელი დღე არის დასტური იმის, რომ საუკეთესოდ ხდება ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირება საზოგადოებაში და მათ ძალიან კარგად იციან სახელწიფო ენა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივულოცავთ გამარჯვებულს, რომელსაც გადავცემთ სიმბოლურ საჩუქარს, მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედიის სახით." 

„ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ბოლნისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გოჰარ ხურშუტიანმა მოიპოვა. მისი თქმით, ბოლნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყოველდღიურად მეცადინეობენ სახელმწიფო ენაში:

„ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ გამარჯვებულის სტატუსი მოვიპოვე. მიუხედავად იმის, რომ მე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად მესმის და მე თვითონაც ვცდილობ გამართულად ვისაუბრო სახელმწიფო ენაზე. ჩვენი ქართულის მასწავლებელი ძალიან გვეხმარება ამაში. ჩემი კლასელებიც ბევრს მეცადინეობენ იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას.“

ძალიან ემოციური აღმოჩნდა ჩემპიონატის ფინალი ბოლნისის საჯარო სკოლის პედაგოგისთვის. გოჰარ საფარიანის თქმით, „ეტალონის“ დამსახურებით ბოლო წლებში ქართული ენის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა:

„ეტალონი“ ზრდის მოტივაციას ბავშვებში, რომ უკეთესად ისწავლონ სახელწიფო ენა. გვიყვარს ძალიან და ვიცით, რომ ჩვენი სამშობლოა საქართველო, რადგან აქ ვცხოვრობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში უფრო გაიზარდა ბავშვებში ინტერესი სახელმწიფო ენის მიმართ, ისინი პირველივე კლასიდან სწავლობენ ქართულს და აბარებენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში."

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

 მინიმალური გამსვლელი საგამოცდო ქულები თითოეულ დონისთვის - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ თავიანთი ქვეყნის კულინარიულ მემკვიდრეობას

 

 

სპორტულ-გასართობ ღონისძიებას პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობას უხდიან ლუიზა ტვილდიას მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვი

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება