სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ბოლნისის „ეტალონში“ განათლებისა და ღირსების ზეიმია“
06-02-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვალეტინა ნავერიანი და ლონგინოზ გასანოვი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“, რევი კულდონაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

შეხვედრას მუსიკალურად ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი აფორმებს ხათუნა ბერძენაძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების დასასრულს, პირველ სამადგილოსან მონაწილეს კომპანია RMG-სგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცემათ, 250, 150 და 100 ლარის ოდენობით. ასევე 200-200 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან კაზრეთის N1 და კაზრეთის N2 საჯარო სკოლების საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები.

„ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ კი მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება, 100 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება