| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთხელშეკრულების ფარგლებში, გორსა და ზუგდიდში ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის იგეგმება ტრენინგი „დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები“.
ტრენინგი არის რიგით მესამე კომპონენტი პროგრამისა „ინგლისური ენა თემისთვის“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ტრენინგზე მასწავლებლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ნახავენ, როგორ არის შესაძლებელი ბავშვებს გამოუმუშაონ დებატების, დიალოგის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, ეს კი ახალგაზრდებს დაეხმარება ნებისმიერი სირთულის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლაში.
ტრენინგი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს.
ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მოიცავს 30 ბენეფიციარს. ტრენინგზე გამოძახებლი იქნება რეგისტრირებული პირველი 30 პედაგოგი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი