სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
16-01-2019
-
+


დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 წლის ბიჭი. ის „იმედის“ კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს. 

რაც შეეხება დაშავებულებს, 7 ადამიანი, მათგან 6 არასრულწლოვანი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.    

აფეთქების ადგილზე მივიდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე. საბანაძის თქმით, საფრთხე აღარ არსებობს და მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.          

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი კლინიკებში იმყოფებოდნენ დაშავებულების მოსანახულებლად. როგორც დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ბავშვიდან, მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება.  

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიამაც და აღნიშნა, რომ დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება.  

„ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვინც ამ ფაქტით ზიანი მიიღო, მაქსიმალურ ყურადღებას, მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს დედაქალაქის მერია. არც ერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება. მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური. თითქმის მთელი კორპუსი დაზიანებულია“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ასევე იხილეთ: დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება