სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრებზე მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს
20-06-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს, რომლის მიზანია საპროექტო თემატიკის დახვეწა და მონაწილეთა მხარდაჭერა პროექტების განხორციელების პროცესში.

შეხვედრების ციკლი პირისპირ და ონლაინ ფორმატში ხორციელდება და მოიცავს ტრენინგებს, ვებინარებსა და სემინარებს.

პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის პირისპირ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. ანალოგიური შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლებისთვის ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „STEAM სკოლებში“ მიმართულების კოორდინატორს ელექტრონულ ფოსტაზე: mnakashidze@tpdc.ge

შეხვედრები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ კომპეტენციები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ელექტრონული ინჟინერიისა და STEAM მეცნიერებების მიმართულებით; ასევე, ამ სფეროს გამოცდილი პროფესიონალების ხელშეწყობით გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 430 სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და STEAM სწავლებით დაინტერესებული 530 მასწავლებელი მონაწილეობს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება