სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს - დეტალები 
15-06-2026
-
+


ზოგადი უნარებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 16 ივნისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
 
შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტესტების სტრუქტურის, საგამოცდო პროგრამებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ წერილობით დასვან კითხვები და შესაბამისი მიმართულებების ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
 
ონლაინ შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კოორდინატორი თეონა ლოდია და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი ნინო ხუნდაძე გაუძღვებიან.
 
შეხვედრა ონლაინ ფორმატში Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
 
შეხვედრაზე დასასწრები ბმული:https://bit.ly/4g6hd8E

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება