სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების სამინისტრო რეფორმის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის“
16-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. 

სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააცნობს. 

მინისტრის თქმით, ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის 10 პაკეტი ყველა მიმართულებას მოიცავს და მის მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს თუ რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში.

„რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. რეფორმათა პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ორიენტირებული და თითოეულ მათგანზე სამინისტრო საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში, მიაწვდის“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, განათლების ახალი მოდელი მოიცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, სკოლამდელი განათლების მთავარი მიმართულება პიროვნული განვითარების ფუნდამენტი იქნება. ამავდროულად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვას, პედაგოგების გადამზადებასა და დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისათვის. სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.

მისი თქმით, განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს და ის განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

„ზოგადი განათლების კუთხით, დაინერგება სკოლის ახალი მოდელი, რომლის მთავარი ამოცანა მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარება იქნება. ახალი მოდელი ითვალისწინებს აგრეთვე სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას და ა.შ.

პროფესიული განათლების მიმართულებით დაინერგება სწრაფი, დასაქმების მოქნილი მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება, რეგიონულ განვითარებაზე და სწრაფ დასაქმებაზე.

უმაღლესი განათლების კუთხით, მთავარი ამოცანა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, ამასთან უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა იქნება. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რათა გახდეს ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება