სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფრანგი კადეტები სტუმრობენ
16-01-2019
-
+


ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად ფრანგი კადეტები იმყოფებიან. 

მათ აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში არსებული სამხედრო განათლების სისტემა გააცნეს.

ოთხკვირიანი სტაჟირების ფარგლებში, სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებთან ერთად გაივლიან ინგლისური და რუსული ენის შემსწავლელ კურსებსა და საველე პრაქტიკულ სწავლებას. მსმენელებმა მოინახულეს სტალინის მუზეუმი, გორის ციხე და ქონდათ ექსკურსია უფლისციხეში. ასევე დაგეგმილია სხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. კადეტები ესტუმრებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, ოკუპაციის მუზეუმს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება