სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო და საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება
03-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ტრენინგი „დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები“ იგეგმება.

ტრენინგზე რეგისტრაცია ყველა კატეგორიის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის ცხადდება. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ტრენინგზე მასწავლებლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ნახავენ, როგორ არის შესაძლებელი ბავშვებს გამოუმუშაონ დებატების, დიალოგის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები. ეს კი ახალგაზრდებს დაეხმარება ნებისმიერი სირთულის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლაში.

ტრენინგი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს. თბილისში ტრენინგი გაიმართება 9-12 იანვარს, ბათუმში, 8-11 იანვარს, ხოლო ქუთაისში 11,12,13 და 20 იანვარს.

ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.

2018 წლის 20-დან 23 დეკემბრის ჩათვლით ბრიტანეთის საბჭომ თბილისში უმასპინძლა ოთხდღიან ტრენერთა გადამზადების კურსს, რომელსაც დაესწრნენ ტრენერები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი ალან მაქმიურეი, რომელსაც სამოქალაქო განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ამ ტრენინგის შემდეგ პედაგოგები თავიანთ ქვეყნებში გადაამზადებენ ასობით პედაგოგს, რათა მათ შეძლონ ბავშვებს გამოუმუშაონ დებატების, დიალოგის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები. 

ტრენინგი არის რიგით მესამე კომპონენტი პროგრამისა „ინგლისური ენა თემისთვის“. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია. პროგრამას ასევე მხარს უჭერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება