| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ.
კერძოდ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 10-დან 13 წლამდე ასაკის 12 ბავშვი მოათავსეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაშავებულ ბავშვს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა.
ბათუმში ევროპის მოედანზე ფოიერვერკის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ტურისტი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, პიროტექნიკა სავარაუდოდ საყრდენიდან გადმოვარდა და არასწორი მიმართულებით გაისროლა.
გორში „გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, რომელთაგანაც 4 ბავშვია. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნება, სამს - სხვადასხვა სახის ჭრილობები.
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით 9 ადამიანი შეიყვანეს. დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი, რომელსაც ოპერაცია - თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა. ოთხ დაშავებულს კი - სხვადასხვა სახის ოპერაცია.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოს პიროტექნიკით დაშავებულმა ორმა ადამიანმა მიმართა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ცნობით, პაციენტებს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ და მიკროქირურგთან კონსულტაციას საჭიროებდნენ.
რუსთავში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია - ერთი 10 წლის, მეორე კი 8 წლის ბიჭია. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ასევე იხილეთ: რა წესები უნდა დაიცვათ პიროტექნიკის ყიდვის, შენახვის და გამოყენების დროს - საგანგებო გაფრთხილება
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა