სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გეგმური აცრები სავალდებულო გახდა - შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს
02-01-2019
-
+


2019 წლის 1-ლი იანვრიდან გეგმური პროფილაქტიკური აცრები, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი, სავალდებულო გახდა.  

შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 2018 წლის 14 ნოემბერს დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება.

კერძოდ, ზოიძის განმარტებით, ზაფხულიდან შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს. კერძოდ კი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა.

ამ ეტაპზე დოკუმენტი ითვალისწინებს ვალდებულებას, მშობელმა სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.

განმარტებით ბარათში საუბარია ასევე იმაზე, რომ აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში,  მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში 10 ვაქცინაცია შედის:

B ჰეპატიტი (ჰეპ B / HepB);
ბცჟ (BCG);
დიფთერია + ტეტანუსი + ყივანახველა + ჰეპ B +ჰიბ + იპვ (ჰექსა/DPat+HepB+Hib+IPV);
პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PჩV);
როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა;
წითელა, წითურა, ყბაყურა;
დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა;
პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა;
დიფთერია-ტეტანუსი;
ტეტანუსი-დიფთერია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება